ლაზერით პილოტის დაბრმავების გამო, ლონდონში ავიალაინერი ავარიულად დაჯდა

 ლონდონში, ჰითროუს აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი უკან იმის გამო დაბრუნდა, რომ მის პილოტს თვალებში ლაზერი მიანათეს და მან გარკვეული დროით მხედველობა დაკარგა.
Virgin Atlantic-ის ავიალაინერი A340, რომელიც ლონდონიდან ნიუ-იორკში რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში საგანგებოდ დაჯდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც პილოტს თვალებში ლაზერი მიანათეს, მან უსაფრთხოების მიზნით დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო. რეისი გადაიდო. თვითმფრინავის ბორტზე 252 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. ამჟამად პოლიცია ცდილობს, დაადგინოს, საიდან მიანათეს პილოტს ლაზერი. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები