„ბი-ბი-სის“ ცნობით, ყოფილ რომის პაპს გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა

„ბი-ბი-სიმ“ ყოფილი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის პირადი მიმიწერა შეისწავლა, საიდანაც გაირკვა, რომ მას გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
2005 წელს გარდაცვლილი იოანე პავლე მეორის წერილები დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთის ნაციონალურ ბიბლოთეკაში ინახებოდა. ბოლო დრომდე ეს მიმოწერა არავის უნახავს. წერილებით ირკვევა, რომ კარდინალ კაროლ ვოიტილის და ანა ტიმენეცკას მეგობრობა 1973 წელს დაიწყო, ანუ რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ის რომის პაპი გახდებოდა.
ანა ტიმენეცკა აშშ-ში მცხოვრები პოლონელია. 1974 წელს ვოიტილამ თავის მიმოწერაში აღიარა, რომ ტიმენეცკას ძველ წერილებს კითხულობდა, რომელიც „ძალიან ღრმა და პირადულია“.
არქივში მომავალი რომის პაპის და მისი მეგობარი ქალის ფოტოებიც ინახება. სურათები პოლონეთსა და ვატიკანშია გადაღებული. ვოიტილა და ტიმენეცკა ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, ისინი სეირნობდნენ და თხილამურებით სრიალებდნენ. კაროლ ვოიტილა რომის პაპი იოანე პავლე მეორე 1978 წელს გახდა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი 2005 წლამდე, გარდაცვალებამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები