რუსეთში 150-ზე მეტი უკრაინული სატვირთო მანქანა დააკავეს

„როსტრანსნადზორის“ ინსპექტორებმა 152 უკრაინული სატვირთო ავტომობილი დააკავეს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, ეს ზომები უკრაინაში რუსული ავტომანქანების დაკავების საპასუხოდ მიიღეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ამჟამად უკრაინული ავტომანქანები სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შემდგომ რეაგირებამდე.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთიდან ბელორუსიაში მიმავალი სატვირთო ავტომანქანები გაატარა და მოძრაობა 14 თებერვლიდან განახლდა. უკრაინელმა აქტივისტებმა ქვეყნის ტერიტორიის გავლით მიმავალი რუსული ავტომობილების მოძრაობის ბლოკირება 12 თებერვალს დაიწყეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადეს, რომ „რუსეთი ასე უბრალოდ უკრაინის გავლით ტვირთებს ვეღარ გადაიტანს“. ამის საპასუხოდ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 14 თებერვლიდან რუსეთის ტერიტორიით უკრაინული სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები