იან კელი: აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება
იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნები, აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხდა.
იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ წარმატებას მიაღწიოს, რისთვისაც აუცილებელია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.
“ჩვენ გვსურს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამისთვის აუცილებელია სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნები, აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი შეიქმნას”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.