ირინე იმერლიშვილი აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელს ბარი ჯექსონს და რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს წამომადგენლობის დირექტორს ანდრეა კირბსს შეხვდა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილმა სტუმრებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის როლს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხილვისას, ძირითადი ყურადღება საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადებას დაეთმო.