ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა

ევროკავშირმა დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასგან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ აცნობა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ბოსნია – ჰერცეგოვინას და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპია, რომელიც, ამასთანავე, „დიდი გზის დასაწყისია“. ექსპერტები ბოსნია-ჰერცეგოვინას ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ იანვარში საუბრობდნენ. ამასთანავე, ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზად არის. ევროკავშირში ბოსნიის გაწევრიანების სავარაუდო თარიღად 2026 წელი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები