დაღესტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა (ვიდეო)

ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა დაღესტანში, ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. რუსული მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომანქანა ააფეთქა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მანქანის შემოწმების დროს მოხდა. აფეთქების ადგილთან მყოფი ხუთი ავტომობილი და საპატრულო სამსახურის შენობა დაზიანდა. ტერაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები