“როცა ირანული ავიაკომპანია საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელია, გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვები”
როდესაც ირანული ავიაკომპანია თავიანთი საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელი იქნება, გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება.
“ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომელიც ავიაკომპანიამ შემოიტანა. როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.