ოთარ დანელია: ჩაის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია

ამ ეტაპზე, ჩაის რეაბილიტაციას, ალბათ, 2-3 მილიონი ლარით დავიწყებთ, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
ოთარ დანელიამ ჟურნალისტებსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩაის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია და პროექტისთვის განსაზღვრულია რამდენიმე ტრანშის გამოყოფა.
“მზადდება კატალოგი. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი ჩართულია ამაში და, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2 000 ჰა ფართობის სარეაბილატაციო ტერიტორიაზეა საუბარი. სურვილი უკვე გამოთქმულია მცირე მეწარმეების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ეტაპობრივი ტრანშები, ვგეგმავთ სახსრების მოძიებას, თუმცა ამ ეტაპზე, ალბათ, 2-3 მილიონი ლარით დავიწყებთ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები