კახა კალაძე ირანში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. ასევე განიხილება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.
”ასევე ძალიან საინტერესოა ბუნებრივ აირზე ფასი რა იქნება, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იმ ფასებისა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები