15 თებერვალი

10:30
სასტუმროში „ჰუალინგ თბილისი“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს. მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს შესრულებულ სამუშაოს ანგარიშს წარადგენს და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებს გააცნობს. მისამართი: “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი). საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: სამგორის ქ. N18. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 00 49 31
11:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს. თემა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის განცხადება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
E1
11:00
NEW
საგარეჯოში, კულტურის სახლში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი გაუძღვებიან.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო კოდექსი, მთის კანონისა და დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემატიკა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო სისტემები და ინტერპარტიული ჯგუფის გეგმები; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის განცხადება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო კოდექსი და მასთან დაკავშირებული გეგმები, სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის განცხადება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ვინ და რატომ მფარველობს თამარ სანიკიძეს; „განათლების მინისტრი აგრძელებს წინა ხელისუფლების ქმედებებს და კანონდარღვევით ათავისუფლებს სამსახურიდან პროფესიული კოლეჯის დირექტორს“.
13:00
ქ. ქუთაისში, კლინიკა L&G-ში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართება, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამშობიარო დაწესებულებებს დონეები მიენიჭებათ. კონფერენციას გახსნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – ნინო ბერძული. კონფერენციას ასევე დაესწრებიან: იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორები, გამგებლები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები. მის: ქ. ქუთაისი, კლინიკა L&G, ჩეჩელაშვილი ქუჩა #6.
15:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
16:30
NEW
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გაეროს სპეციალურ მომხენებელთან, დუბრავკა სიმონოვიჩთან შეხვედრას გამართავენ. თემა: “ქალთა მიმართ ძალადობა, მისი მიზეზები და შედეგები”. მის: თბილისი, B კორპუსი, ოთახი N105
E1
17:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით გათავისუფლებულ პირებთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები