ფატუ ბენსუდას ჯგუფი საქართველოს სავარაუდოდ 27 თებერვალს ეწვევა

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ჯგუფი საქართველოში სავარაუდოდ 27 თებერვალს ჩამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,ჯგუფს იუსტიციის სამინისტრო გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი.
„საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლემ მოინდომა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ვიზიტზე, თუ არ ვცდები, 27 თებერვალს მათი ჯგუფი ჩამოდის საქართველოში და იუსტიციის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები