“ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს.
ანგარიში პირველ ტაიმში მე-20 წუთისთვის მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
პირველი ლელო “ბორჯღალოსნებმა” 31-ე წუთზე დადეს. ტაიმის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოასწრეს ლელოს დადება. პირველი ტაიმი “ბორჯღალოსნების” სასარგებლოდ ანგარიშით 15:3 დასრულდა.
ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩი ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები