„ჰააგის ტრიბუნა თუ იტყვის, რომ 2008 წელს საქართველოში მოხდა ეთნიკური წმენდა, კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება“
ჰააგის სასამართლო თუ იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა ეთნიკური წმენდა, ეს ყველაფრისთვის სასარგებლო იქნება, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში მზად არის თანამშრომლობისთვის.
“ჩვენ რა გვაინტერესებს და რა გვინდა ერთია, მაგრამ ახლა მთლიანად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო როგორც ყოველთვის, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში მზად არის თანამშრომლობისთვის. ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მაღალი ტრიბუნა თუ იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა ეთნიკური წმენდა, რაც სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს, ეს ყველაფრისთვის სასარგებლო იქნება, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.