მალიში გაეროს სამშვიდობო ძალების ექვსი წარმომადგენელი დაიღუპა

მალის ჩრდილოეთ  ნაწილში, ქალაქ კიდალში გაეროს სამშვიდობო ძალების ბაზაზე თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ანსარ ან-დინმა” აიღო, რომელიც „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.
თავდამსხმელებმა, თავდაპირველად, ბაზასთან დანაღმული  ავტომობილი ააფეთქეს, ხოლო შემდეგ მას ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპული სამშვიდობოები გვინეის მოქალაქეები არიან. ტერაქტის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. მან აღნიშნა, რომ გაერო მალის მთავრობისთვის ისლამისტებთან ბრძოლის საკითხში დახმარებას გააგრძელებს.    

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები