გიორგი ჩიგოვაძე: 15 თებერვალიდან ირანთან უვიზო მიმოსვლა იქნება

2016 წლის 15 თებერვალი იქნება პირველი დღე, როდესაც უვიზო მიმოსვლა იქნება ირანთან – ამის შესახებ შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იმოქმედებს იმაზე, რომ მეტი ტურისტი შემოვა ირანიდან.
“2016 წლის 15 თებერვალი იქნება პირველი დღე, როდესაც უვიზო მიმოსვლა იქნება ირანთან და პირველივე დღეს ირანიდან ჩვენ მივიღებთ 14 კაციან ჯგუფს ირანელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების. ეს იქნება სიმბოლური, მაგრამ დიდი დასაწყისი იმის, რომ ირანის როგორც ტურისტულ კომპანიებთან, ასევე ჟურნალისტებთან გააქტიურდეს ურთიერთობები, რათა საქართველო გახდეს ისევ აქტუალური მოგზაურობისთვის”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები