მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
“კრიზისებს არა აქვს სახელმწიფო საზღვრები” – ამ მოწოდებით მიუნხენში 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.
მისასალმებელი სიტყვა კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა წარმოთქვა და მონაწილეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2016 წელი დაიწყო გაზრდილი რისკებით, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებებითა და ფუნდამენტური ტრანსფორმაციებით. შესაბამისად, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია: ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემები.