გაზეთი „ინდეფენდენთი“ ბეჭდურ ვერსიაზე უარს ამბობს

გაზეთ „ინდეფენდენთის“ მფლობელმა, რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ლებედევმა განაცხადა, რომ ის გაზეთის ბეჭდურ ვერსიაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მისი თქმით, ამიერიდან გაზეთი მხოლოდ ელექტრონული ფორმატით გამოვა. უახლოეს მომავალში რამდენიმე თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ.
ლებედევმა ასევე დაადასტურა, რომ ის „ინდეფენდენთს“ მედიაჯგუფ Johnston Press-ს 33,8 მილიონ დოლარად მიჰყიდის, თუ ამ გარიგებას აქციონერები მხარს დაუჭერენ.
„გაზეთის გაყიდვის შემთხვევაში „ინდეფენდენთი“ საკუთარ ბრენდს შეინარჩუნებს, ის გააგრძელებს ინვესტირებას გაზეთის მაღალი ხარისხის კონტენტში, რომელიც სულ უფრო მეტ მკითხველს იზიდავს“, – განაცხადა ლებედევმა.
„ინდეფენდენთის“ ბოლო ბეჭდური ვერსია 26 მარტს გამოვა. რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ლებედევმა „ინდეფენდენთი“ 2010 წლის მარტში შეიძინა. მან გაზეთის წინა მფლობელს – ო’რეილის ოჯახს 1 ფუნტი გადაუხადა და ათი თვის მანძილზე კიდევ 9, 25 მილიონის გადახდის ვალდებულება აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები