გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ შევთანხმდით მთავრობის რეფორმების გეგმის მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე. ვინაიდნ ჩვენ სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ და მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი ამ რეფორმების წარდგენაში, მე არ მაქვს გეგმები, შევცვალო არსებული მინისტრთა კაბინეტი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.