იან კელი: საქართველო ძალას არ იშურებს, რომ დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს

საქართველო ძალას არ იშურებს, რომ დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და თავისი წვლილი შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაერთიანებლად საჭირო რეფორმების გატარებას.
„საქართველო არ იშურებს ძალას იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და თავისი წვლილი შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ კი ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები და გატარებული რეფორმები იმისათვის, რომ გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები