ევროკავშირმა საბერძნეთს საზღვრის დაცვის სისტემის მოსაწესრიგებლად სამი თვე მისცა

ევროკავშირმა საბერძნეთის ხელისუფლებას სასაზღვრო კონტროლის სისტემის მოსაწესრიგებლად სამი თვე მისცა. ამ ვადებში ატენის მიერ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში შენგენის ზონის სხვა ქვეყნები მასთან საზღვარს 2 წლით დახურავენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ევროკომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბერძნეთი შენგენის ზონის გარე საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
ცნობისთვის, გასულ წელს საბერძნეთში 850 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა. მათი უდიდესი ნაწილი შემდეგ გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები