აზერბაიჯანში სამგზავრო ავტობუსების მართვა 65 წელზე უფროსი ასაკის პირებს აეკრძალებათ

აზერბაიჯანის კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რომლებიც სამგზავრო ავტობუსების მართვის წესებს ეხებათ. სააგენტო „აპას“ ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსების მართვის უფლება ამჟამად მძღოლებს აქვთ, რომლებსაც 21 წელი შეუსრულდათ და «D»-ს კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ, ასევე მძღოლებს, რომლებსაც 24 წელი შეუსრულდათ და «DE»-ს კატეგორიის მართვის მოწმობა, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის სამწლიანი გამოცდილება აქვთ.
ცვლილებების შემდეგ კი ავტობუსის მართვის უფლება იმ პირებს ექნებათ, რომლებსაც «D» კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ, ხოლო მათი ასაკი 22 წელზე მეტი და 65 წელზე ნაკლებია. აუცილებელი პირობაა ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის 5-წლიანი გამოცდილება. ეს ცვლილებები აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა მიიღო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები