კახა კალაძე: 2016 წლის არჩევნებზე გარკვეული სიახლეები იქნება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებზე გარკვეული სიახლეები იქნება.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ხელისუფლება ასევე მუშაობს იმისათვის, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა საერთოდ შეიცვალოს.
„ამაზე მუშაობა დავიწყეთ. მე აბსოლუტურად მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ თუ აქვს ვინმეს სურვილი – იქნება ეს პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, დავსხდეთ და ერთობლივად შევიმუშაოთ ევროპული დონის სწორი საარჩევნო სისტემა და ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა მუშაობის დასაწყებად”, – განაცხადა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები