კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს გაემგზავრება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტით 15 თებერვალს გაემგზავრება. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ირანში შეხვედრები გაიმართება ენერგეტიკის, საგარო საქმეთა მინისტრებთან, ვიცე- პრეზიდენტთან.
,,თქვენ მოისმინეთ ირანის ელჩის განცხადება, რომ ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ თემას, ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა 2 გზით არის შესაძლებელი – ერთი არის აზერბაიჯანის გავლით, ხოლო მეორე – სომხეთის გავლით. ,,ასევე ძალიან საინტერესოა ფასი ბუნებრივ აირზე რა იქნება, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იმ ფასებისა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები