კახა კალაძე: “გაზპრომთან” კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება

“გაზპრომთან” კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, – ამის შესახებ ვიცე-პრემერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ,,გაზპრომთან” საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
,,ველოდებით კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც, ალბათ, უახლოეს მომავალში შედგება და ვნახოთ, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება, შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები