„მთავრობაში თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის მუშაობა შეაფასა. როგორც პრემიერმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რამდენიმე მინისტრის მუშაობით აღფრთოვანებული არ არის და მათთან შენიშვნებიც აქვს.
“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და, უპირველესად, საკუთარი თავისგან, მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები