„მორიგი ფარსი არაღიარებულ ტერიტორიაზე“- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ვიზებს აწესებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის შემოიღონ ვიზები, რომელთაც მათი „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობა არ აღიარეს, პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა და პროცესებს მორიგი ფარსი უწოდა. მისი თქმით, დე ფაქტო რეჟიმი ამ გზით ცდილობს, კიდევ ერთი იმიტაცია მოახდინოს იმისა, რომ ვითომ ეს სახელმწიფოა.
„ ეს სიტუაცია მაგონებს ერთ ქართულ ანდაზას, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო. სავიზო რეჟიმი შემოაქვთ, თითქოს ვინმე კარებს უმტვრევთ და მიდის არაღიარებულ ტერიტორიაზე. იქ არავინ ჩადის. უბრალოდ ეს არის კიდევ ერთი იმიტაცია, ვითომ ეს არის სახელმწიფო, ვითომ სახელმწიფო სტრუქტურები აქვთ, ვითომ საზღვარი აქვთ და რაღაცის კონტროლი უნდათ, ამიტომ ეს სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. ეს არის მორიგი ფარსი არაღიარებულ ტერიტორიაზე, რაც, ადრე თუ გვიან, თუკი ჩვენი ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს, უნდა დასრულდეს, “,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები