გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე პროფესიონალიზმით გამოირჩევა და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
“ბატონი კობა გვენტაძე არის ძალიან მაღალი პროფესიონალი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა და მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას აქვს საფინანსო სექტორში ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება.
25 თებერვალს საბჭოს წევრობის ვადა გიორგი ქადაგიძეს გასდის, შესაბამისად, იმისთვის, რომ არ იყოს წყვეტა, საჭიროა გარკვეული დრო, მათ შორის პარლამენტისთვის, რომ იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე შეარჩია და გუშინ დაასახელა. გიორგი მარგველაშვილი მის კანდიდატურას პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები