გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა  

სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები