იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები
“მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები”,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე,
“მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.