სუბარი: რუსული პროპაგანდა მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი

რუსეთის ზეწოლისა და რბილი ძალის გაძლიერების თაობაზე ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა.
მინისტრი მნიშნელოვნად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
“ამ განცხადებას შესაბამისი მოწოდებაც ახლდა, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარები საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის და ამას მივესალმები”, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ლაპარაკია არა “აღმოსავლეთ პარნიოტობის” სამი ქვეყნისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვის დახმარების გაზრდასა და გაძლიერებაზე.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა, ზოგადად, მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი”, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში საუბარი არაერთხელ ყოფილა. სუბარის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც სათანადოდ არ იციან სახელმწიფო ენა, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ ყოველდღიურ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები