პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული, რუსეთის ხელში მსხვილი ბიზნესებია

„საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული, რუსეთის ხელში მსხვილი ბიზნესებია“,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფაქტორს ქართულ პოლიტიკაზე სტრატეგიულად გავლენა არ მოუხდენია.
“საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მომდინარეობს ეს, რომ საკმაოდ სერიოზული მსხვილი ბიზნესები არის რუსეთის ხელში და ჯერჯერობით ამ ფაქტორს სტრატეგიულად არ მოუხდენია გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ეკონომიკური ნაბიჯი იქნება წამოსული საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც მკაფიო და მყარია”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კომპანია “გაზპრომი” საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები