პრემიერ-მინისტრი ევროპის „კონსერვატორების“ და „რეფორმატორების“ ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” (AECR) პრეზიდენტს, იან ზარადილს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, რიზარდ ცარენსკის და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, რიჩარდ მისლომის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა” საქართველოს პრემიერ-მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.