კახა კალაძე: როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს
როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხის და მთავრობის გადაწყვეტილება ეს არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია.
“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავეკთოთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“,-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის.