თინათინ ხიდაშელმა შეხვედრა შვედ კოლეგასთან გამართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შვედ კოლეგასთან, პიტერ ჰალთქვისტთან შეხვედრით დაასრულა.
კოლეგებმა შვედეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათ ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების სისტემა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილს მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთანაც გამართა შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები