გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ევროკომისიას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტი ძალიან საჭირო იყო.
“ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე, მართლაც და, საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და ეს ვიზიტიც დროული იყო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.