კახა კალაძე: ხელისუფლება მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ანგრიშს განვიხილავთ, როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კომენტარის თანახმად, კახა კალაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორების დახმარებით რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.
“აშშ-მ რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგანდისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგრიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი. ჩვენი ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივცრის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები