თინა ხიდაშელი სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალიანსის შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სლოვენიელ კოლეგასთან ანდრეა კატიჩთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. მხარეებმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზეც ისაუბრეს.
თინათინ ხიდაშელმა ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრა ხორვატიის თავდაცვის მინისტრთან. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სხვა უცხოელ კოლეგებთანაც.