კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშზე: ამ ანგარიშს დახმარების, მხარში დგომის ფაქტად განვიხილავთ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს საქართველოს მხარში დგომად აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.
“აშშ-მ რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგადისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მით უმეტეს, საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგრიშს განვიხილავთ, როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი ხელისუფლება მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივრცის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს”, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები