გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობა იყო.
მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის დიალოგისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს. ჰერბერტ ზალბერი დღეს საქართველოში მიემგზავრება, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მოსამზადებლად დამატებით შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები