ბაია გადაბაძე: რეესტრის გადაწყვეტილებას წარმატების პირველ ნაბიჯად ვაფასებ

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტორად დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით, წინგადადგმული ნაბიჯია.
როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამართლებრივ ბრძოლას კვლავ აგრძელებს და აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
„მართალია სასამართლომ პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით საქმე არ დამიკმაყოფილა, მაგრამ ეს დააკმაყოფილა რეესტრმა. მან ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის პროცედურა შეაჩერა. მე ახლა მივდივარ სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ამას დაახლოებით ერთ თვემდე ვადა სჭირდება. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რეესტრი არ არეგისტრირებს გაჩეჩილაძეს დირექტორად. დამთავრებული ჯერ არაფერია, ბრძოლა გრძელდება. ჩემი ყველა განცხადება ძალაშია და სამართლებრივ ბრძოლას კვლავ ვაგრძელებ. რეესტრის გადაწყვეტილებას წარმატების პირველ ნაბიჯად ვაფასებ. თუ ისევ არსებობს ხელისუფლებაში გაგრილებული თავები, რომლმებაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, კარგია, რადგან ყველა ბრძოლა მედიასთან არის დამარცხებული. თუ ამას დროულად მიხვდებოდნენ, საქმე აქამდეც არ მივიდოდა. თუ ახლა მიხვდნენ, ესეც კარგია“, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
შეგახენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის სარეგისტრაციო პროცედურა, ბაია გადაბაძის მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები