გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიზარდ ცარენსკი და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ. ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და “საქართველოში კონსერვატიული პარტიის” ლიდერები დაესწრნენ.