ბრიუსელში ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა

ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
საქართველოს ელჩმა ნატოში, ალექსანდრე მაისურაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პირველ დოკუმენტში მთავარი აქცენტი გაკეთებულია უელსის სამიტზე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციაზე.
“თქვენ ნახავთ, რომ პროგრესი სახეზეა, ამას ნატო ადასტურებს და მხარს უჭერს. შემდეგ დოკუმენტში კი ასახულია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების სპექტრი. ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ მიერ გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები