თინა ხიდაშელი: მაპზე კონსენსუსი რომ არ არის, ეს ნათელია

მაპზე კონსენსუსი რომ არ არის, ეს ნათელია და ამაზე ჩვენ სპეკულაციები რომ დავიწყოთ, არასწორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს თვდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, პირველი დეკემბრის დეკლარაცია იმ მასშტაბის კონსენსუსის დასტურია, რაც იქ ჩაიწერა.
“საქართველოსთან მიმართებაში ტექნიკურად ეს საკითხი შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, გადაწყვეტილება და მოწვევა მაპის შესახებ ერთდროულად იქნება მიღებული”, – განაცხდა თინა ხიდაშელმა.
დღეს ნატოში ალიანსის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები