იან კელი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისგან ვრცელი განმარტება მიზანშეწონილი არ იქნება.
“დღეს ჩემი მეორე შეხვედრა შედგა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. პირველი შეხვედრა იყო ოქტომბერში და თავმჯდომარემ მომაწოდა ინფორმაცია განხილვაში მყოფი საქმეების შესახებ. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა იან კელიმ.
“ამასთან, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია და ძალიან მალე ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები