გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან ვლადეკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან ვლადეკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო – ჩეხეთის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების – DC FTA პოტენციალის ამოქმედებაზე ისაუბრეს.
ჩეხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მხარდაჭერა. შეხვედრას ესწრებოდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები