მინდია ჯანელიძე სერ გარი ჯონსონს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებით შეიქმნა.
ასევე, მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სერ გარი ჯონსონს და ბრიტანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის. სერ გარი ჯონსონის განცხადებით, პირადად ის და ბრიტანეთის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროს განვითარებისთვის.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ღიბრაძე და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნოდარ ნადირაშვილი.