სტოლტენბერგი – საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, ჩვენ ვიმსჯელებთ მიღწეულ პროგრესზე და როგორ შეგვიძლია, უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, – ასეთი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია. რეფორმები, რომელიც შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება, საქართველოს ნატოსთან უფრო დააახლოვებს. უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე და მხარდაჭერაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაგეგმარება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და კიბერთავდაცვა, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები