“კონსერვატიული პარტიის” ყრილობას ევროპარლამენტარები დაესწრებიან
“კონსერვატიული პარტია” ხვალ მე-6 რიგგარეშე ყრილობას გამართავს. როგორც “კვირას” პარტიიდან აცნობეს, ყრილობაზე დელეგატები პარტიის წესდებაში ცვლილებებს და ეროვნული კომიტეტის ახალ წევრებს დაამტკიცებენ. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით და წესდების ახალი ცვლილებების შესაბამისად, ეროვნულ კომიტეტში ქალთა წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
“კონსერვტიული პარტიის” ყრილობაზე დასასწრებად ჩამოდიან “ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი – რიზარდ ცარენსკი და ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი. ყრილობის დასრულების შემდგომ, ევროპარლამენტარები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრას გამართავენ პარტიის წევრებთან.
ევროპარლამენტარების ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია შეხვედერები ქვეყნის პირველ პირებთან. შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან ერთად, “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიდ ძიძიგური დაესწრება.
“კონსერვატიული პარტიის” ყრილობაზე ასევე მოწვეულები არიან კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები.