ყოფილი უკრაინელი დეპუტატი – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არეულობის შექმნას ცდილობს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არეულობის შექმნას ცდილობს, მისი მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ „ნამსხვრევებზე“ უმაღლეს რადაში საკუთარი ფრაქციის შექმნა. ამის შესახებ ყოფილმა უკრაინელმა დეპუტატმა ტარას ჩერნოვოლმა გამოცემა politnavigator.net-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, „პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციიდან მისი წევრების გასვლა არა პოლიტიკურ კრიზისზე, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილს სურს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა. ჩერნოვოლის აზრით, სწორედ ამ ადამიანებისგან გეგმავს სააკაშვილი მომავალში საკუთარი პარტიის შექმნას. ჩერნოვოლს მიაჩნია, რომ, „პოროშენკოს ბლოკის“ რეიტინგის დაწევის გამო, სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში 11%-მდე მიღების შანსი აქვს.
აქვს შანსი, შეგახსენებთ, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციიდან გასვლის შესახებ 8 თებერვალს დეპუტატმა ეგორ ფირსოვმა განაცხადა. უმაღლესი რადის წევრმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „არ შეუძლია იყოს ერთ ფრაქციაში იგორ კონონენკოსთან ერთად და ხელი დააფაროს მის კორუფციულ საქმიანობას“.